თავში

დედასთან ერთად ჩვილიც გარდაიცვალა - რას ამბობენ კლინიკაში

დედასთან ერთად ჩვილიც გარდაიცვალა - რას ამბობენ კლინიკაში
დედასთან ერთად ჩვილიც გარდაიცვალა - რას ამბობენ კლინიკაში

34 წლის ორსული ქალი, რომელსაც კორონავირუსი ჰქონდა საავადმყოფოში გარდაიცვალა. ექიმებმა ვერც ჩვილის გადარჩენა შეძლეს. ამის შესახებ Report.ge-ს ბოკერიას კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ალექსი ვაჭაძემ განუცხადა.

მისი თქმით, 34 წლის ქალი 29-30 კვირის ორსული იყო, რომელიც საავადმყოფოში სუნთქვის უკმარისობით გადაიყვანეს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაწყდა მისი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანა. ამის შემდეგ, დამძიმდა ჩვილის მდგომარეობაც, რის გამოც საკეისრო გაკვეთა ჩატარდა. სამწუხაროდ, ვერც ჩვილის და ვერც დედის გადარჩენა მოხერხდა.

"ახალგაზრდა კოვიდდადებითი ქალი, რომელიც ჩვენთან სუნთქვის უკმარისობით მოვიდა, თავიდანვე ჟანგბადამოკიდებული იყო. ამასთან, იყო 29-30 კვირის ორსული. იქიდან გამომდინარე, რომ თავიდან მისი მდგომარეობა კრიტიკული არ იყო, გადავიყვანეთ სამიანო განყოფილებაში და შემდეგ, როდესაც მისი მდგომარეობა მკურნალობის მიუხედავად დამძიმდა და დასჭირდა ხელოვნური ვენტილაცია, გადმოვიდა ჩვენთან, ბოკერიას სახელობის კლინიკაში. ამავდროულად ტარდებოდა მუცლად მყოფი ბავშვის მონიტორინგი რეანიმაციულ განყოფილებაში. როდესაც ბავშვის მდგომარეობა ისე გაუარესდა, რომ იყო ძალიან კრიტიკული გადაწყდა სასწრაფო საკეისრო კვეთის გაკეთება. ბავშვი ამოვიყვანეთ მუცლიდან, მაგრამ მასაც სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა და გადავიყვანეთ ხელოვნურ ვენტილაციაზე. სამწუხაროდ რამდენიმე დღეში ბავშვი გარდაიცვალა. დედის მდგომარეობაც დამძიმდა ძალიან, დასჭირდ ორგანოჩანაცვლებითი თერაპია, თირკმელის უკმარისობა წამოვიდა და დავიწყეთ დიალიზი. სამწუხაროდ გუშინ, 6 რიცხვში, მიუხედავად დიდი ძალისხმევისა გოგონა გარდაიცვალა", - კანაცხადა კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ალექსი ვაჭაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system