თავში

"დედები დააშინეს... ეს არის ფსკერი" - ხატია სიჭინავა

"დედები დააშინეს... ეს არის ფსკერი" - ხატია სიჭინავა
დედები დააშინეს... ეს არის ფსკერი - ხატია სიჭინავა

ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა, რომელიც ონლაინ სწავლების წინააღმდეგია, აღნიშნულ საკითხს მორიგ პოსტს უძღვნის და წერს, რომ ვიდრე განათლების მინისტრი ბიძინა ივანიშვილს ლექსებს უძღვნის, მისი არასწორი გადაწყვეტილებების შედეგად ახალი თაობა ჩლუნგდება. 

"მოკლედ კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ ონლაინ სწავლა არის ფსკერი ! მომავალი თაობა დაღუპეს, გააზარმაცეს, ჯანმრთელობა შეურყიეს მთელი დღე ეკრანთან ჯდომით, გახადეს სოციოპათები უკონტაქტობით, ჩამოშალეს სრულიად განათლების სისტემა ! განათლების მინისტრი სანამ ბიძინა ივანიშვილზე ლექსებს კითხულობს, ბაშვების მომავალი სულ უფრო და უფრო იკარგება ! ზოგიერთი დედა ისე დააშინეს, ჯანრთელობის დაცვის მიზნით, ფაქტიურად ანადგურებენ საკუთარი შვილების ჯანმრთელობას და ფსიქიკას ! ამათ აწყობთ ჩლუნგი და ადვილად სამართავი თაობა !! მე არ მაწყობს ვუყურო საკუთარი შვილების დაკარგულ მომავალს !! გაუნათლებელი მინისტრები სათანადო გადაწყვეტილებებს იღებენ !! სანამ საქართველოს გამოხრით არიან დაკავებულები, ჩვენი შვილების მომავალს ისევ ჩვენ, დედებმა უნდა ვუშველოთ !! ყველა დედა არ მყავს მხედველობაში !! გილოცავთ ნათლისღებას და ღმერთი იყოს ჩვენი შვილების მფარველი" - წერს სიჭინავა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system