თავში

დედოფლისწყაროში ორ ბავშვს ეძებენ

დედოფლისწყაროში ორ ბავშვს ეძებენ
დედოფლისწყაროში ორ ბავშვს ეძებენ

დედოფლისწყაროში 11 და 14 წლის მოზარდებს ეძებენ. ბავშვები სახლიდან გუშინ გავიდნენ და უკან ამ დრომდე არ დაბრუნებულან. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა მოზარდმა, მეორეს თბილისში, ბიძასთან გაყოლა სთხოვა, თუმცა ისინი ადგილზე არ ჩასულან. ბავშვების დაკარგვის შესახებ ინფორმირებულია პოლიცია. არასწრულწლოვნები მეზობლები არიან.

როგორც დედოფლისწყაროს მერმა, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა report.ge-ს განუცხადა, პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ბავშვები სახლიდან მარტო წავიდნენ. შესაბამისად, მოლოდინი არსებობს, რომ მათ მალე იპოვნიან.

,,შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს და ეძებს ამ ბავშვებს. მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია ეს ბავშვები ხშირად დადიოდნენ, ხან სად, ხან სად, ამიტომ მოლოდინი გვაქვს, რომ ძალიან მალე იპოვიან მათ და უვნებლად დაუბრუნდებიან ოჯახებს", - განაცხადა დედოფლისწყაროს მერმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system