თავში

4 საათიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ სატვირთოში მოყოლილი მძღოლი ამოიყვანეს

4 საათიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ სატვირთოში მოყოლილი მძღოლი ამოიყვანეს
4 საათიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ სატვირთოში მოყოლილი მძღოლი ამოიყვანეს

ჭალადიდში, ავარიის დროს დაშავებული მძღოლი სატვირთო ავტომანქანიდან ამოიყვანეს. სამაშველო ოპერაცია 4 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. დაშავებული ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მას დაზიანებები ქვედა კიდურების არეში აქვს მიღებული.

შემთხვევა ხონის მუნიციპალიტეტში, რამდენიმე საათის წინ მოხდა.  წინასწარი ინფორმაციით სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და ამოტრიალდა. მძღოლი დამტვრეული მანქანიდან ამოსვლას ვერ ახერხებდა. ის საჭესა და სავარძელს შორის იყო გაჭედილი. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური. მაშველებმა დაშავებულის ამოსაყვანად სატვირთო დაანაწევრეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system