თავში

დეკანოზი ილია: ფაქტს ვამბობ, რაზეც არავინ საუბრობს ღიად

დეკანოზი ილია: ფაქტს ვამბობ, რაზეც არავინ საუბრობს ღიად
დეკანოზი ილია: ფაქტს ვამბობ, რაზეც არავინ საუბრობს ღიად

დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. 

სასულიერო პირი, ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილის ძვირადღირებული ტელეფონებისა და ავტომანქანის თემას ეხმაურება. 

,,არ ვიცი, სუპერ ტელეფონით რას იღებს მეუფე და სუპერ მანქანით სად დადის, მაგრამ ის კარგად ვიცი, რომ მისი ეპარქიის (ჯავახეთი) ათასწლოვანი ტაძრების სრული უმრავლესობა მასობრივად დანგრეული, მიუხედავი, უპატრონო და უმოქმედოა. 

კარგი იქნება, რომ ამ კუთხითაც გაუჩნდეთ ქველმოქმედების სურვილი ბიზნესმენებს.

P.S. არავის საწყენად არ ვამბობ, უბრალოდ ფაქტს ვამბობ, რაზეც არავინ საუბრობს ღიად. ჩვენ ხომ ის ხალხი ვართ, ახალქალაქსა და ახალციხეს ვერ ვანსხვავებთ და საკუთარი კულტურული მემკვიდრეობა თითქმის არ ვიცით და არც გვახსოვს. ეს ნათლად სჩანს გელათის მიმდინარე ტრაგედიითაც, ერთეულები ვინტერესდებით და ვყვირით, აიფონ პროს ამბებით კი მთელი ერი დაინტერესებულია", - წერს დეკანოზი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system