თავში

დეკანოზი გიორგი გარდაიცვალა

დეკანოზი გიორგი გარდაიცვალა
დეკანოზი გიორგი გარდაიცვალა

დეკანოზი გიორგი შალამბერიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს უწყებანი ავრცელებს.

"ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახური, ქუთაისის წმინდა მეფეთა დავით აღმაშენებლისა და ბაგრატ III-ის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი შალამბერიძე.

დეკანოზ გიორგის დაკრძალავენ სამშაბათს, 26 ოქტომბერს.

მწუხარებას გამოვთქვამთ დეკანოზ გიორგის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და სამწყსოს.

უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული.

გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული დეკანოზი გიორგი", - აღნიშნულია სამძიმრის ტექსტში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system