თავში

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა ბაჩალიაშვილის ოჯახს მიმართავს

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა ბაჩალიაშვილის ოჯახს მიმართავს
დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა ბაჩალიაშვილის ოჯახს მიმართავს

ციანიდის საქემზე დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მიმართავს. 

მისი თქმით, მთავრი პროკურორი ირაკლი შოთაძე, ნდობას არ იმსახურებს. მამალაძე გარდაცვლილის მშობლებს აფრთხილებს, რომ შოთაძე ამ კვალის აბნევისა და საქმეების ფალსიფიცირებისთვის იკავებს თანამდებობას. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„ახლა მოვისმინე, რომ ბაჩალიაშვილის ოჯახი შოთაძესთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ ნდობას უცხადებს მთავარ პროკურორს. არ ვიცი რით გამოიწვია ნდობა ამ ყოვლად ბოროტმა და ნამუსგარეცხილმა ადამიანმა, მაგრამ მე ჩემი მხრიდან მინდა ჭირისუფალ ოჯახს ვუთხრა, რომ შოთაძემ ჩემი ძმის დეკანოზ გიორგი მამალაძისა და ასევე თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეებზე გაყალბების და შეკერვის უბადლო ოსტატობა აჩვენა. ეს კაცი სწორედ მნიშვნელოვანი საქმეების კვალის აბნევისთვის და ფალსიფიცირებისთვის ჰყავთ დასმული მაგ თანამდებობაზე. რაც შეეხება ამ მოკლული გოგოს საქმეს, ფაქტია, რომ ხელისუფლების ინტერესი გამოძიების არასწორი მიმართულებით წარმართვაა, ბუნებრივია, რომ ძალიან გავლენიანი ადამიანები არიან ჩარეული ამ ამბავში. ასე რომ, ზუსტად ვიცი, შოთაძე ზედმიწევნით შეასრულებს მათ დაკვეთას და ოჯახის ნდობა მორიგ გაწბილებად გადაიქცევა” – წერს თორნიკე მამალაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system