თავში

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ პარლამენტის წინ კარავი გაშალა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ პარლამენტის წინ კარავი გაშალა
დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ პარლამენტის წინ კარავი გაშალა

ციანიდის საქმეზე გასამართლებული, დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა პარლამენტთან შიმშილობის აქციის დაწყებით იმუქრება. თორნიკე მამალაძემ საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ კარავი გაშალა. ის ამბობს, რომ პატრიარქის თანამოსაყდრემ მოატყუა. თორნიკე მამალაძის განცხადებით მან საპატრიარქოს შესასვლელთან რამდენიმე კვირიანი აქციის შეწყვეტის გადაწყევტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მეუფე შიო დაპირდა, რომ მის ძმას გაათავისუფლებდა.

"მოტყუებული დავრჩი ეკლესიის წარმომადგენლებისგან, რომლებიც გამოდიან ამბიონზე და ქრისტეს გზას მიგვასწავლიან, მაგრამ, სამწუხაროდ, თვითონ არიან აცდენილები. ამ აქტით, პირველ რიგში, ვაპროტესტებ ჩემი ძმის, უდანაშაულო ადამიანის საპყრობილეში გამოკეტვას. მინდა აქვე დავამატო, რომ მხარდაჭერას ვუცხადებ იმ უდანაშაულო ადამიანებს, რომელიც 20 ივნისს დაიჭირეს და დღემდე უკანონოდ იხდიან სასჯელს", - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

თორნიკე მამალაძის ინფორმაციით, მისი ძმა თებერვლიდან დღემდე პარალიზებულია და ციხის საავადმყოფოში წევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system