თავში

დეკანოზ თადეოზის ქადაგება სრულიად შეუფერებელია - მიტროპოლიტი დანიელი

დეკანოზ თადეოზის ქადაგება სრულიად შეუფერებელია - მიტროპოლიტი დანიელი
დეკანოზ თადეოზის ქადაგება სრულიად შეუფერებელია - მიტროპოლიტი დანიელი

დეკანოზ თადეოზ სარალიძის ქადაგებას, სადაც ის ამბობს, რომ ბავშვი უმჯობესია  მოკვდეს, ვიდრე უმაქნისი გაიზარდოს, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) განცხადებით ეხმაურება, რომელსაც საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მიტროპოლიტის განცხადებით დეკანოზის ქადაგება შეუფერებელია სახარებისეულ სწავლებასთან და შესაბამისი პაუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით ეპარქია იმსჯელებს:

"მინდა, გულისტკივილით აღვნიშნო, რომ დეკანოზ თადეოზ სარალიძის საკვირაო ქადაგება სრულიად შეუფერებელია სახარებისეული სწავლებისათვის.

ეპარქია იმსჯელებს მომხდარის შესახებ და უახლოეს მომავალში დააკისრებს მას შესაბამის პასუხისმგებლობას,"- ნათქვამია მიტროპოლიტ დანიელის განცხადებაში.

შეგახსენებთ, დეკანოზი თადეოზ სარალიძე საკვირაო ქადაგებაში ამბობს, რომ სჯობს ბავშვი მოკვდეს, ვიდრე უმაქნისი და ხელმოცარული გაიზარდოს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system