თავში

დეკანოზი დავით რუხაძე: ყველა კინო-თეატრთან გადავნაწილდებით და ფილმის ჩვენებას არ დავუშვებთ

დეკანოზი დავით რუხაძე: ყველა კინო-თეატრთან გადავნაწილდებით და ფილმის ჩვენებას არ დავუშვებთ
დეკანოზი დავით რუხაძე:  ყველა კინო-თეატრთან გადავნაწილდებით და ფილმის ჩვენებას არ დავუშვებთ

ფილმ And Then We Danced-ის წინააღმდეგ დაგეგმილ საპრიოტესტო აქციაში მონაწილეობას, რამდენიმე სასულიერო პირიც მიიღებს. ამის შესახებ განცხადება დეკანოზმა დავით რუხაძემ გააკეთა. მისი თქმით სხვადასხვა მოძრაობის აქტივისტებთან ერთად, საასულიერო პირები მოახდენენ ყველა კინო-თეატრის პიკეტირება.

"ქართველი ერი ყოველთვის იყო მებრძოლი ერი, ეს არის კვართისმცველი ერი. ჩვენს ქვეყანაში ვაჟკაცები იზრდებოდნენ მამაკაცებად და არა ლაჩრებად. მამათმავლობით ვერც ტერიტორიებს დავიბრუნებთ და ვერც ერად დავრჩებით. საშინელი პროპაგანდა მიდის, ამას ქართველი ხალხი არ დავუშვებთ. ყველა კინო-თეატრთან გადავნაწილდებით და ფილმის ჩვენებას არ დავუშვებთ"- განაცხადა დეკანოზმა დავით რუხაძემ.

ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგება საქართველოს საპატრიარქო. საპატრიარქოს განცხადებით ფილმის ჩვენება ემსახურება ცოდვის ლეგალიზებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system