თავში

დეკანოზი გიორგი ჯიბუტი: პოლიტიკოსები აღარ მოვიდნენ მემორიალთან

დეკანოზი გიორგი ჯიბუტი: პოლიტიკოსები აღარ მოვიდნენ მემორიალთან
დეკანოზი გიორგი ჯიბუტი: პოლიტიკოსები აღარ მოვიდნენ მემორიალთან

2015 წლის 13 ივნისის სტიქიისას დაღუპული ივლიტა ჯიბუტის მამამ, დეკანოზმა გიორგი ჯიბუტიმ დაღუპულთა მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. და აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია ის, რაც მემორიალთან დღეს ხდებოდა.

"13 ივნისი, ეს იყო შემზარავი დღე, არა მარტო ჩემი ოჯახის ცხოვრებაში, არამედ მთელი ქვეყნისთვის. მე შვილი დამეღუპა, ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის დღეს გლოვის დღეა.  ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან მოდიხართ ჟურნალისტები და მართავთ შოუებს. პოლიტიკოსები მოვიდნენ და თქვენც მოხვედით, რომ მათთვის სულ სხვა საკითხებზე დაგესვათ შეკითხვები. დასდევთ მიკროფონებით პრემიერს და მერს, შემდეგ ერთმანეთს სცემეთ. დღეს რაც აქ ხდებოდა, არის მიუღებელი და ჩანს, რომ ტრაგედია თქვენ არ გაინტერესებთ. პოლიტიკოსებს ვთხოვ, რომ არ მოვიდნენ მომავალ წელს ისინი და თუ აღარ მოვლენ, არც თქვენ მოხვალთ აქ, რადგან რეალურად თქვენ ისინი გაინტერესებთ".

ცნობისთვის, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიოგრი გახარიამ და დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 13 ივნისს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ადგილზე,  რამდენიმე მედიასაშუალების ჟურნალისტი ერთმანეთს დაუპირისპირდა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system