თავში

დეკანოზი ილია ჭიღლაძე საქართველოს საპატრიარქოს მიმართავს

დეკანოზი ილია ჭიღლაძე საქართველოს საპატრიარქოს მიმართავს
დეკანოზი ილია ჭიღლაძე საქართველოს საპატრიარქოს მიმართავს

ძალადობის ხელშეწყობისათვის მიტროპოლიტი სტეფანე, როგორც პასუხისმგებელი შექმნილი უბედურების გამო, დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გადაყენებული ეპარქიის მმართველობიდან - ასე ეხმაურება ჭყონდიდის ეპარქიაში დღეს მომხდარ შემთხვევას დეკანოზი ილია ჭიღლაძე. 

სასულიერო პირი პასუხისმგებლობას მომხდარზე სწორედ მეუფე სტეფანეს აკისრებს და საეკლესიო კრების მოწვევას მოითხოვს: 

"კიდევ ერთხელ, მოვუწოდებ საქართველოს საპატრიარქოს: ეკლესიაში წარმოქმნილი არნახული კრიზისის და არაკანონიკური მდგომარეობის გამო, დაუყოვნებლივ მოწვეულ იქნეს დიდი საეკლესიო კრება, 1995 წლის უვარგისი, არაკანონიკური ნორმებით სავსე მართვა-გამგების დებულება შეცვლილ იქნეს 1917 წლის ავტოკეფალიის აღმდგენი მამების მიერ დამტკიცებული დებულებით და გადაიჭრას დაგროვილი პრობლემები, რადგან საპატრიარქოში მოკალათებული ბანდა ვეღარ მართავს ეკლესიას და უფსკრულში მიაქანებს ყოველდღიურად!" - წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში. 

ცნობისთვის, საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე მეუფე სტეფაბეს რამდენიმე მღვდელმთავართან ერთად, სოლიდარობას უცხადებს, ხოლო კრებაზე მრევლის შეჭრის მცდელობას გმობს და ეკლესიის დევნად მიიჩნევს. 

მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე, რომელმაც მეუფე სტეფანეს ეპარქიაში გამწესებას უსამართლო გადაწყვეტილება უწოდა. 

მარტვილის ჭყონდიდის ეპარქიაშია ხმაური გვიან საღამომდე გაგრძელდა. მეუფე სტეფანეს მრევლი გადაადგილების უფლებას არ აძლევდა.

დღეს ეპარქიაში დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მეუფე სტეფანეს გადაწყვეტილებით 2 დიაკონს მღვდელმსახურება შეუჩერდა.ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მეუფე სტეფანემ სასულიერო პირებთან შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გადაწყვიტა და მრევლისა და ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა. მრევლი შეხვედრის ოთახში შესვლას შეეცადა, რასაც მწვავე დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა.

ამ დროს, აივნის მოაჯირმა სავარაუდოდ სიმძიმეს ვეღარ გაუძლო და ჩაინგრა. დაშავდნენ "ტვ პირველის", "ფორმულას", "რუსთავი ორისა" და "მთავარი არხის" ჟურნალისტები.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system