თავში

დეკანოზი მამალაძე საავადმყოფოში გადაჰყავთ

დეკანოზი მამალაძე საავადმყოფოში გადაჰყავთ
დეკანოზი მამალაძე საავადმყოფოში გადაჰყავთ

ციანიდის სკანდალურ საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. ამის შესახებ Report.ge-ს გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ განუცხადა. 

მისი თქმით, გიორგი მამალაძე წელიწადი და რვა თვეა პარალიზებულ მდგომარეობაშია. 

"წელიწადი და რვა თვე არის პარალიზებული. დღითიდღე მისი მდგომარეობა მძიმდება. პარალიზებული აქვს კიდურები, მაგალითად მარჯვენა ფეხი 9-10 სანტიმეტრით არის დაწვრილებული. ხელი 4-5 სანტიმეტრით არის დაწვრილებული. ეს ყველაფერი ციხის ადმინისტრაციის მიერ შედგენილ ოქმებშია ასახული", - განუცხადა Report.ge-ს თორნიკე მამალაძემ.

გიორგი მამალაძის ახლობლებმა უკვე მიმართეს სასჯელაღსრულების დაწესებულებას და პატიმრის კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.

"მთელი ეს პერიოდი ჩვენ ვითოხვდით მის მკურნალობას. სასამართლოსაც მივმართეთ, სადაც სხდომაზე თავად სასჯელაღსრულების ადმინისტრაციის ექიმები  მიმართავდნენ მოსამართლეს, რომ ვერ შეძლებდნენ ჩემი ძმის მკურნალობას და საჭირო იყო მისი გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში, სადაც დაიწყებოდა მკურნალობა. ამ ყველაფერზე უარს ვიღებდით, მაგრამ დღეს მივიღეთ თანხმობა, რომ გადაყვანენ კლინიკაში, იგეგმება კვლევების ჩატარება და ამის შემდეგ გადაწყდება, დატოვებენ თუ არა კლინიკაში", - ამბობს თორნიკე მამალაძე.

მისივე ინფორმაციით, გიორგი მამალაძის გადაყვანას "ავერსის" კლინიკაში გეგმავენ, თუმცა ოჯახის წევრები "ნიუ ჰოსპიტალში" გადაყვანას ითხოვენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system