თავში

დეკემბერ-იანვარში მაქსიმალურად გაიზრდება ხელმისაწვდომობა - ამირან გამყრელიძე

დეკემბერ-იანვარში მაქსიმალურად გაიზრდება ხელმისაწვდომობა - ამირან გამყრელიძე
დეკემბერ-იანვარში მაქსიმალურად გაიზრდება ხელმისაწვდომობა - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში, დეკემბერსა და იანვარში ტესტირებაზე ხელმისაწვდომობა საგრძნობლად გაიზრდება და ადრეულ ეტაპზე იქნება შესაძლებელი ინფიცირების შემთხვევების გამოვლენა და ადამიანთა იზოლირება, რაც შემოღებულ შეზღუდვებთან ერთად ინფექციის შემდგომი გავრცელების პრევენციის საშუალებას იძლევა.

„დეკემბერსა და იანვარში მაქსიმალურად გაიზრდება ხელმისაწვდომობა ტესტირებისადმი, რათა ადრეულ ეტაპზე გამოვავლინოთ ინფიცირება და ადრეულ ეტაპზე მოვახდინოთ ადამიანთა იზოლირება, რათა მაქსიმალურად პრევენცია გავაკეთოთ ინფექციის შემდგომი გავრცელების, რაც ერთ-ერთი ნაბიჯია შემზღუდავ ღონისძიებებთან ერთად ეპიდემიის გავრცელების შეკავების და მომავალში ეპიდემიის გავრცელების ჯაჭვის გაწყვეტის. ამიტომ ყველას გთხოვთ, მოსახლეობას, რომ ვისარგებლოთ სახელმწიფოს ამ გადაწყვეტილებით და თითოეულ ადამიანს, ვისაც მცირე სიმპტომები აქვს, ჩაიტაროს ტესტირება. მოგეხსენებათ ეს სიმპტომები არ არის მხოლოდ კოვიდისთვის დამახასიათებელი, რადგან ჩვენ ვართ რესპირაციული ვირუსების გავრცელების სეზონში. მართალია, გრიპის ვირუსი ჯერ არ გამოჩენილა, ის ჯერ არ ცირკულირებს, მაგრამ ცირკულირებენ სხვა რესპირაციული ვირუსები - ადენო, რინო და სხვა კორონა ვირუსები.  რომელთაც ხშირად ის კლინიკური სიმპტომები ახასიათებთ რაც აქვს ვირუსს. ამიტომ სასურველია, რომ ამ სიმპტომების არსებობისას აუცილებლად მივიდეთ პოლიკლინიკურ დაწესებულებაში, გამოვიკვლიოთ, გამოვრიცხოთ კოვიდი ან დავადგინოთ, რომ ეს სიმპტომები კოვიდით არის გამოწვეული და შემდგომ ოჯახის ექიმის რეკომენდაციით იმართოს ჩვენი შემდგომი ნაბიჯები,“- განაცხადა გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system