თავში

გამყრელიძე ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მკვეთრ ზრდას პროგნოზირებს

გამყრელიძე ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მკვეთრ ზრდას პროგნოზირებს
გამყრელიძე ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მკვეთრ ზრდას პროგნოზირებს

"კლება ჯერ არ არის, პირიქით არის მატება, რომელიც კიდევ გაგრძელდება, რადგან ჩვენ შევდივართ უკვე პიკში და რამდენ ხანს გაგრძელდება, არ ვიცით," - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით „ჯანმრთელობის გაზომვისა და შეფასების ინსტიტუტის"  პროგნოზით, განსაკუთრებით საყურადღებო იქნება დეკემბრის პირველი კვირა, როგორც შემთხვევათა, ისე სიკვდილიანობის ზრდის მხრივ.

"პიკი რამდენ ხანს გაგრძელდება არ ვიცით. იცით რომ აქტიურად ვთანამშრომლობთ ვაშინგტონი უნივერსიტეტის „ჯანმრთელობის გაზომვისა და შეფასების ინსტიტუტთან“, რომელიც აკეთებს ყოველკვირეულ განახლებებს სხვადასხვა რეგიონის. რადგან ჩვენ ვართ ახლო პარტნიორები, გვიკეთებს საქართველოს პროგნოზირებასაც. მათი გათვლებით, განსაკუთრებით საყურადღებო იქნება დეკემბრის პირველი კვირა, როგორც შემთხვევათა, ისე სიკვდილიანობის ზრდის მხრივ.

მათი პროგნოზით, დეკემბრის პირველ კვირაში იქნება კოვიდშემთხვევების ზრდა. პირდაპირ არის მითითებული, რომ თუ არ შემოვიღეთ, ან უფრო არ გავამკაცრეთ არსებული შეზღუდვები, პიკი შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. ამ პროგნოზებზე დაყრდნობით, საქართველოსთვის აუციელებლია, გამკაცრდეს რეგულაციების აღსრულება და გავაფართოვოთ წერტილოვანი შეზღუდვები, რაც შეიძლება უფრო მკაცრი მასშტაბით," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system