თავში

მუქარაში ბრალდებული მღვდელი საპატრიარქომ მონასტერში განამწესა

მუქარაში ბრალდებული მღვდელი საპატრიარქომ მონასტერში განამწესა
მუქარაში ბრალდებული მღვდელი საპატრიარქომ მონასტერში განამწესა

სასულიერო პირი, ლაშა ჩიქოვანი, რომელსაც ყოფილი მეუღლე ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარაში ადანაშაულებს, უკვე მონასტერში იმყოფება, - ამის შესახებ report.ge-ს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა.

უცნობია, რომელ მონასტერში და რამდენი ხნით ცხოვრება განუმწესა საპატრიარქომ სინანულისთვის სასულიერო პირს. დეკანოზი ანდრია ჟაღმაიძე დეტალებზე არ საუბრობს. 

შეგახსენებთ, სასულიერო პირს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 იანვარს, აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

ჩიქოვანს ბრალი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარისთვის აქვს წარდგენილი, რაც ერთიდან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, სასულიერო პირის ყოფილმა მეუღლემ ნინო გორგოშიძემ 5 იანვარს სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც ის თავის ყოფილ მეუღლეს, რომელიც სვანეთის უბანში წმინდა მოწამე არჩილისა და ლუარსაბის ტაძარში მსახურობს, ძალადობაში ადანაშაულებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system