თავში

დელტა, ლამბდა, გამა - როგორ დავიცვათ თავი

დელტა, ლამბდა, გამა - როგორ დავიცვათ თავი
დელტა, ლამბდა, გამა - როგორ დავიცვათ თავი

ინფექციონისტები თავიდანვე გვაფრთხილებდნენ ახალი კორონავირუსის მუტაციებზე და ეს დროც სასწაულად სწრაფადდადგა. 

დელტა ვარიანტმა ისევ თავდაყირა დააყენა ყველა გეგმა, ისევ ყოველდღიურად სტატისტიკის ყურება, ისევ უამრავი ინფიცირებული და გარდაცვლილი. შარშან ვაქცინას ველოდით, წელს ვაქცინა გვაქვს, მაგრამ რატომღაც ვაქცინაცია, მაინც ძალიან ნელა მიმდინარეობს, ამასობაში ახალი სახელწოდებები ამოტივტივდა - უკვე ნელ-ნელა ისმის დელტა პლიუსი, ლამბდა, გამა. სად გადის ზღვარი ძველ და ახალ ვარიანტებს შორის ? ყველა მათგანი მათი წარმოშობის ადგილის მიხედვით, სხვადასხვა სპეციფიკის მატარებელია და მკურნალობასაც განსხვავებულად საჭიროებს.

თითქოს ვაქცინაციაც ნელა, მაგრამ მაინც მიმდინარეობს, დელტა ვარიანტისგან ვიცით სრულად ვერ გვიცავს, მაგრამ დაცვა მაინც არსებობს და ის რომ აცრა ერთადერთი ხსნაა ეს უპირობოა. თუ თვლით, რომ აცრა არ გჭირდებათ, რადგან მაგალითად, ერთხელ გადაიტანეთ ვირუსი, ან უბრალოდ თვლით, რომ ვირუსი ვერაფერს დაგაკლებთ და კიდევ მრავალი სხვა მიზეზი, მინდა მოკლედ კიდევ ერთხელ დავწერო მრავალჯერ დაწერილი და გაჟღერებული, ინფექციონისტებისა თუ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ. რატომ ჩნდება ახალი ვარიანტები და რა მნიშვნელობა აქვს ვაქცინაციას: ახალი ვარიანტები ჩნდება ვირუსის ცირკულაციის შედეგად, ანუ ადამიანისგან ადამიანს გადაეცემა, და სხვადასხვა გარემოში თუ ორგანიზმში იძენს სხვა ახალი თვისებეს და სახეცვლილი გვიბრუნდება. რაც მეტი ადამიანი იცრება, მით ნაკლებად ცირკულირებს ვირუსი და ნაკლები შანსია მისი მუტაციის.

ხშირდად ისმის არგუმენტი, რომ ახალი ვარიანტების წინააღმდეგ ვაქცინები ნაკლებად ეფექტურია. უნდა გვახსოვდეს, რომ ვაქცინირებულ ადამიანებს ვირუსი, თუნდაც მისი ახალი ვარიანტი, ბევრად მსუბუქად ან თითქმის უსიმპტომოდ გადააქვთ. ვაქცინა არის კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი. ახალი ვარიანტების წინააღმდეგ ვაქცინის ეფექტურობა ამ ეტაპზე ნაკლებია, მაგრამ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ვაქცინაცია, რადგან მხოლოდ ასეა შესაძლებელი შემცირდეს ვირუსის გავრცელება, და შეწყდეს ვირუსის მუტაცია.

აცრა არის პანაცეა, მაგრამ აცრასთან ერთად არ ვივიწყებთ პირველად და ყველაზე ძლიერ დამცავებს - ხელების ხშირი დაბანა, ნიღბის ტარება, დისტანციის დაცვა, ხშირი განიავება, ხალხმრავალი ადგილებისგან თავის არიდება.

უნდა გვახსოვდეს, რომ დაცული მაშინ ვართ თუ ყველა დაცულია !!!

ჯანმრთელობას გისურვებთ !!!

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system