თავში

ქობულეთში, ბარის დემონტაჟისას მეპატრონემ თვითდაზიანებების მიყენება სცადა 

ქობულეთში, ბარის დემონტაჟისას მეპატრონემ თვითდაზიანებების მიყენება სცადა 
ქობულეთში, ბარის დემონტაჟისას მეპატრონემ თვითდაზიანებების მიყენება სცადა 

ქობულეთში აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა ხუთი კაფე-ბარის დემონტაჟი დაიწყეს. ხუთივე მათგანი ქობულეთის სანაპირო ზოლშია განთავსებული. კაფე-ბარების მფლობელებს იჯარის ვადა ამოეწურათ, ახალი ხელშეკრულება კი მათ მერიამ არ გაუფორმა.

აღსრულების ბიუროს წარმომადგენლების გამოჩენას კაფე „მონოპოლში’ ხმაური მოჰყვა. ობიექტის მფლობელი დემონტაჟის დაწყების შემთხვევაში თვითდაზიანებების მიყენებით იმუქრებოდა.

ქობულეთის მერი გადაწყვეტილებას ბულვარის სარეაბილიტაციო სამუშაოებითაც ხნის და განმარტავს, რომ პროექტი ზემოთ აღნიშნულ ობიექტებს არ ითვალისწინებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system