თავში

დეპუტატ სოფო კილაძის ქმარი დააკავეს

დეპუტატ სოფო კილაძის ქმარი დააკავეს
დეპუტატ სოფო კილაძის ქმარი დააკავეს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის ქმარი დაკავებულია. ავთანდილ ხარაძე ცოლის საჩივრის საფუძველზე აიყვანეს. 

პატრული თავად სოფო კილაძემ გამოიძახა. ავთანდილ ხარაძეს შემაკავებელი ორდერის დარღვევას ედავებიან.  

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ყოფილი მეუღლისგან ავთანდილ ხარაძისგან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე გასულ წელს საუბრობდა. თავად ხარაძე კი ამბობდა, რომ სოფო კილაძე მას შვილის ნახვის საშუალებას არ აძლევდა. 

report.ge-ს დეტალებს შსს-სთან არკვევს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system