თავში

დეპუტატები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ თამარ ზამბახიძეს მოუსმენენ

დეპუტატები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ თამარ ზამბახიძეს მოუსმენენ
დეპუტატები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ თამარ ზამბახიძეს მოუსმენენ

საქართველოს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები დღეს მოსამართლეობის კანდიდატ თამარ ზამბახიძეს მოუსმენენ.

თამარ ზამბახიძეს 2005-2007 წლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა ეკავა. 2007-2017 წლებში კი ზამბახიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე იყო, 2017 წლის 11 მაისიდან კანდიდატი სამი წლის ვადით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში განწესდა.

მმართველი გუნდი თამარ ზამბახიძეს მის წარსულ საქმიანობასთან დაკავშირებით დაუსვამს კითხვებს.

რაც შეეხება ოპოზიციას, „ევროპული საქართველო“ ამ დრომდე წარმოდგენილ კანდიდატურებს უარყოფითად აფასებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system