თავში

დეპუტატების ნაწილი თვითიზოლაციაში გადავა - პარლამენტის განცხადება

დეპუტატების ნაწილი თვითიზოლაციაში გადავა - პარლამენტის განცხადება
დეპუტატების ნაწილი თვითიზოლაციაში გადავა - პარლამენტის განცხადება

ყველა პირი, ვისაც 5 სექტემბრის შემდეგ ლევან გოგიჩაიშვილთან ჰქონდა კონტაქტი, თვითიზოლაციაში გადავა და ტესტირება ჩაუტარდება, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახური ავრცელებს.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შენობაში გაგრძელდება რეგულარული დეზინფექცია და პირბადის გამოყენებაზე განხორციელდება მონიტორინგი.

„როგორც ცნობილია, პარლამენტის წევრს, ლევან გოგიჩაიშვილს კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის თანახმად, ყველა პირი, ვისაც 5 სექტემბრის შემდეგ ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი, თვითიზოლაციაში გადავა და ტესტირება ჩაუტარდება.

დეპუტატის სამუშაო სივრცე სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდება. გარდა ამისა, პარლამენტის შენობაში გაგრძელდება რეგულარული დეზინფექცია. შენობაში შესვლისას ყველა პირი გაივლის თერმოკონტროლს. დაწესებულია მონიტორინგი პირბადის გამოყენებაზე. საკანონმდებლო ორგანო განაგრძობს ფუნქციონირებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად,“ - აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system