თავში

დევნილ ოჯახებს სოფლად 734 სახლი შეუსყიდეს

დევნილ ოჯახებს სოფლად 734 სახლი შეუსყიდეს
დევნილ ოჯახებს სოფლად 734 სახლი შეუსყიდეს

იძულებით გადაადგილებულ 734 ოჯახს ბოლო ერთი წლის განმავლობაში დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ სოფლად სახლები შეუსყიდა. 

სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა, ზუგდიდისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში დევნილი ოჯახებისთვის გადაცემული სახლები,სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავასა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერ ლევან კუპრეიშვილთან ერთად, მოინახულა.

„სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილმა ოჯახებმა თავად შეარჩიეს სახლები, რომლებიც კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, სააგენტომ მათთვის შეისყიდა.

მნიშვნელოვანია, რომ სახლების უმეტესობას თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილებისთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს.

2020 წლის ბოლომდე, სააგენტო იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს დამატებით 700 სახლს შეუსყიდის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system