თავში

დევნილებისთვის ბინების განაწილების მეორე ფაზა დაიწყო

დევნილებისთვის ბინების განაწილების მეორე ფაზა დაიწყო
დევნილებისთვის ბინების განაწილების მეორე ფაზა დაიწყო

ჯანდაცვის სამინისტრომ დევნილებისთვის ბინების განაწილების მეორე ფაზა დაიწყო. ამის შესახებ ჟურნალისტებთან, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა განაცხადა.

განაცხადების მიღება15 ოტომბრიდან დაიწყო და 31 ოქტომბერს დასრულდება. წოწკოლაურის განცხადებით, ბინას 270 დევნილი ოჯახი მიიღებს. 

" ყველა დევნილმა ოჯახმა რომლებიც დაინტერესებულნი არიან აღნიშნული საკითხით, უნდა შეავსონ აპლიკაციები და მოგვმართონ განცხადებებით რათა მოხდეს განხილვა ბინით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. ყველას ექნება აბსოლუტური გარანტია, ვინც დააკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს. დევნილი ოჯახებიდან, რომლებიც დღეს გამოთქვამენ პრეტენზიას, სამი ოჯახი უკვე ბინით არის დაკმაყოფილებული, ოთხ ოჯახთან დაკავშირებით მიმდინარეობს დამატებითი ინფორმაციის მოძიება, შესაბამისად ვინც აკმაყოფილებს დადგენილ კრიტერიუმებს, ყველა ოჯახი მიიღებს ბინას თბილისში" - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system