თავში

დევნილი ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება შენდება

დევნილი ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება შენდება
დევნილი ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება შენდება

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან შოთა რეხვიაშვილთან და მხარის მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრა გამართა. მათ რეგიონში მცხოვრები დევნილებისა და ეკომიგრანტების განსახლებაზე, საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის საკითხებსა და არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს.

ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, გერმანიის მთავრობის დაფინანსებით, ქვემო ქართლის რეგიონში, წლების განმავლობაში ნგრევად შენობაში მცხოვრები დევნილი ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება შენდება.

სახელმწიფო რწმუნებულთან და მუნიციპალიტეტების მერებთან გამართულ შეხვედრაზე დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ქვემო ქართლის ტერიტორიული სამმართველოს ხელმძღვანელი გოჩა მესტვირიშვილი წარადგინა.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system