თავში

დევნილთა სააგენტო თვიდასაქმების მსურველთათვის ინფორმაციას ავრცელებს

დევნილთა სააგენტო თვიდასაქმების მსურველთათვის ინფორმაციას ავრცელებს
დევნილთა სააგენტო თვიდასაქმების მსურველთათვის ინფორმაციას ავრცელებს

დევნილთა და ეკომიგრანტთა თვითდასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 29 იანვრის ჩათვლით გრძელდება. 

კერძოდ, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ პირებს თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით ხელსაწყოებსა და ტექნიკას გადასცემს.

უწყების ცნობით, საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ. დევნილები და ეკომიგრანტები, 2000 ლარის ღირებულების სახელობო იარაღებს, რაც მათ საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში დაეხმარებათ თავადვე შეარჩევენ. ამ ეტაპზე, პროგრამის ფარგლებში 50 იძულებით გადაადგილებული პირი დაფინანსდება.

განაცხადების მიღება დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში შემდეგ მისამართებზე მიმდინარეობს:

თბილისი, თამარაშვილი ქ.N15ა;

გორი სამების ქუჩა N1;

რუსთავი, ცურტაველის ქ. N5ა;

ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. N27;

ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ. N106.

განაცხადის გაგზავნა შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზეც – [email protected].

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნებულია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ვებგვერდზე: https://idp.gov.ge/statement-30/

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system