თავში

დღეიდან მასწავლებლობის მსურველთა გამოცდები დაიწყო

დღეიდან მასწავლებლობის მსურველთა გამოცდები დაიწყო
დღეიდან მასწავლებლობის მსურველთა გამოცდები დაიწყო

დღეიდან მასწავლებლობის მსურველთა გამოცდები დაიწყო. წელს გამოცდისთვის რეგისტრაცია 12 000 ათასამდე პირმა გაიარა.

მასწავლებლობის მსურველები გამოცდას დღეს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში ჩააბარებენ.

საგამოცდო ცენტრები დედაქალაქის გარდა ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, რუსთავსა და თელავშია გახსნილი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფო გორგოძის განცხადებით, გამოცდებზე კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ყველა ის რეკომენდაციაა დაცული, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა.

„12 000 ათასამდე მსურველია დარეგისტრირებული. აპლიკანტებს სამუშაოდ აქვთ საკმაოდ ხანგრძლივი დრო – ხუთი საათი. უსაფრთხოების ყველა ზომა, რომელიც დაცული იყო აბიტურიენტების შემთხვევაში, ამ შემთხვევაშიც გათვალისწინებულია და დაცულია. მასწავლებლებს უშუალოდ მუშაობის პროცესში შეუძლიათ, მოიხსნან ან ჩამოიწიონ პირბადე", - განაცხადა სოფო გორგოძემ.

მასწავლებლობის მსურველთა გამოცდები 30 ივლისს დასრულდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system