თავში

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა თანამდებობა დატოვა

​თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა
თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა თანამდებობა დატოვა

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა გიორგი ბაგრატიონმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.


თბილისის მერმა აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი ბაგრატიონის ორწლიანი მუშაობა დადებითად შეაფასა და მას ახალ სამსახურშიც წარმატება უსურვა.

„თქვენ იცით, შარშან განვახორციელეთ მერიის ზედამხედველობის სამსახურის რეფორმა, რომლის ფარგლებში, მთლიანად სამსახურის რებრენდინგი მოხდა, გაიზარდა მისი ფუნქციები და დაემატა თანამშრომლები. დღეს ჩვენ გვყავს ფუნქციური, აქტიური, ეფექტური მუნიციპალური ინსპექცია, რომელიც ნებისმიერ ქუჩაზე, ნებისმიერ უბანში შესამჩნევია. ამ რეფორმის წარმატებით განხორციელებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის გიორგი ბაგრატიონს, რომელსაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო. იგი ტოვებს თანამდებობას მისი გადაწყვეტილებით. სხვა სამსახურში გადადის, რომელსაც მოგვიანებით შევიტყობთ. გულწრფელად მინდა მას წარმატებები ვუსურვო. ორი წლის განმავლობაში ჩვენ ერთობლივად ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ. დარწმუნებული ვარ, სადაც გიორგი მიდის, იქაც წარმატებული იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system