თავში

თბილისი მერია: მეტრო დღევანდელ ნაკადებს აუდის

მეტრო დღევანდელ ნაკადებს​ აუდის
თბილისი მერია: მეტრო დღევანდელ ნაკადებს აუდის

ტაქსის მოხმარება არ შემცირებულა, შესაბამისად ნურავინ დაუკავშირებს მეტროში მგზავრთა ნაკადის ზრდას ამ რეფორმას“, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ, ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. ხმალაძემ სადგურის მოედანზე პირველი და მეორე ხაზების კვეთისას მგზავრთნაკადის მომეტებული რაოდენობა პიკის საათებში აღიარა, თუმცა დასძინა, რომ ეს ახალი პრობლემა არაა და დედაქალაქის მუნიციპალიტეტი მუშაობს მის მოგვარებაზე.

„საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნაკადების მატება სწორი ტენდენციაა, ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რაც მუნიციპალიტეტმა გაატარა და ამის მიზეზი არის იმ პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ჩვენ ვატარებთ. ამის კი არ უნდა შეგვეშინდეს, უნდა გაგვიხარდეს. მეტროს სისტემა დღევანდელ ნაკადებს აუდის. კონკრეტული პრობლემა არის ერთ კონკრეტულ სადგურზე, ეს არის გადასაჯდომი ერთი ხაზიდან მეორე ხაზზე და პიკის საათებში იქ არის მომეტებული რაოდენობა. სისტემურად უნდა შევხედოთ საკითხს, როდესაც პოლიტიკა მიდის იქითკენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება გაიზარდოს, ეს არის სწორი და მეორე შედეგიანი გამოდგა ჩვენს მიერ გატარებული ღონისძიებები, თუნდაც საინფორმაციო კამპანიები," - განაცხადა ხმალაძემ.

მისივე თქმით, მეტროში ნაკადების ზრდის ტენდენცია ყოველთვის იყო. ხმალაძის განმარტებით, მოვლენა ეკონომიკურ ფაქტორს უკავშირდება.

„ჩვენ რომ ავიღოთ სტატისტიკა ბოლო წლების განმავლობაში, მუდმივად ხდება ნაკადების ზრდა, ეს არ უკავშირდება კონკრეტულ მოვლენას, ეს არის ჩვეულებრივი ეკონომიკური ფაქტორი. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი ამაზე რეაგირებს, რაც გამოიხატება იმაში, რომ იზრდება მეტროს შემადგენლობების რაოდენობა. კახა კალაძის დაპირება იყო 12 შემადგენლობის დამატება. აქედან 10 შემადგენლობა უკვე დამატებულია და წლის ბოლომდე კიდევ ორი შემადგენლობა დაემატება. გარდა ამისა, მიწისზედა მეტროს თემაზეც მუშაობს მუნიციპალიტეტი და ამ საკითხს ტექნიკური და ეკონომიკური კუთხით ვამუშავებთ, მაგრამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიწოდების ზრდის უფრო მეტი პოტენციალი მიწისზედა საზოგადოებრივ ტრანსპორტში გვაქვს, ეს არის ავტობუსები“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

თბილისის მერის მოადგილის თქმით, წლის ბოლომდე კიდევ 200 ავტობუსი ჩამოვა ქალაქში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system