თავში

დღეიდან თბილისის მეტროს მუშაობის საათები გაიზრდება

დღეიდან თბილისის მეტროს მუშაობის საათები გაიზრდება
დღეიდან თბილისის მეტროს მუშაობის საათები გაიზრდება

დღეიდან, თბილისის მეტროპოლიტენი მუშაობის ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება. 

მეტრო მგზავრებს 06:00 საათიდან 00:00 საათამდე მოემსახურება.

ცნობისთვის, 2019 წლის ივნისიდან დღემდე, თბილისის მეტრო შემცირებული გრაფიკით, 23:00 საათამდე მუშაობდა. 

ამის მიზეზი კი, ენერგოუსაფრთხოებისა და სავენტილაციო სისტემების რეაბილიტაცია იყო. 

რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სრულად შეიცვალა 450 კმ მოძველებული ძალოვანი სადენები და დამონტაჟდა ევროპული სტანდარტის 32 გამნიავებელი.

პროექტის განსახორციელებლად აზიის განვითარების ბანკმა 15 მილიონი დოლარი გამოყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system