თავში

დღეს საქართველოში AstraZeneca-ს 43 ათასი დოზა შემოვა

დღეს საქართველოში AstraZeneca-ს 43 ათასი დოზა შემოვა
დღეს საქართველოში AstraZeneca-ს 43 ათასი დოზა შემოვა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 6 მაისს, საქართველოში AstraZeneca-ს 43 ათასი დოზა შემოვა და იმ ადამიანების იქნება განკუთვნილი, რომლებმაც ამავე ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაიკეთეს.

გამყრელიძის განცხადებით, AstraZeneca-ს ათვისების მხრივ პრობლემა არ შეიქმნება.

„6 მაისს კიდევ შემოვა AstraZeneca-ს 43 ათასი დოზა, რომელიც განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც პირველი დოზა გაიკეთა. ამ ვაქცინით ვაქცინით დღევანდელი მონაცემებით, აცრილია 25 461 ადამიანი და დაჯავშნილი აქვს კიდევ 10 ათას ადამიანს, ამიტომ არ მგონია, რომ ჩვენ პრობლემა გვქონდეს AstraZeneca-ს ათვისებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system