თავში

დღეიდან კიდევ ერთი შეზღუდვა იხსნება

დღეიდან კიდევ ერთი შეზღუდვა იხსნება
დღეიდან კიდევ ერთი შეზღუდვა იხსნება

დღეიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით ქორწინების სახლები იხსნება. შესაბამისად, ქორწინების რეგისტრაციის საზეიმო ცერემონიალით ჩატარება შესაძლებელი ხდება. 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული რეგულაციების გამო ქორწინების სახლებში საზეიმო ცერემონიალის ჩატარება და ქორწინების გასვლითი რეგისტრაცია გასული წლის 11 სექტემბრიდან დროებით შეჩერებული იყო.

საზეიმო ცერემონიალი კოვიდპანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული რეგულაციისა და უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით ჩატარდება.

ქორწინების მსურველები და მათი თანმხლები პირები, არაუმეტეს 10 პირი, სარეგისტრაციო სივრცეში ნიღბებით უნდა გამოცხადდნენ.

ქორწინების საზეიმო ვითარებაში რეგისტრაციის მსურველ პირებს შესაძლებლობა აქვთ, აღნიშნული მომსახურების მისაღებად მიმართონ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ყველა ქორწინების სახლს, ასევე, ისარგებლონ ქორწინების რეგისტრაციის გასვლითი სერვისით, მათთვის სასურველ ნებისმიერ ადგილას.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობით, წყვილმა ქორწინების საზეიმო ცერემონიალის სერვისით სარგებლობისთვის აუცილებელია გაითვალისწინოს, რომ ერთობლივი განაცხადის წარსადგენად იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, ტერიტორიულ სამსახურებსა და ქორწინების სახლებში ვიზიტი წინასწარ უნდა დაჯავშნოს პორტალზე – my.gov.ge.

წყვილმა კალენდარში უნდა აირჩიოს მისთვის სასურველი ვიზიტის თარიღი და ფილიალი, რის შემდეგაც მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიიღებებ მომსახურების ერთჯერად კოდს, რომელსაც ფილიალში მისვლის დროს წარადგენენ.

ქორწინების სახლებში საზეიმო ცერემონიალის ჩატარება და ქორწინების გასვლითი რეგისტრაცია 2020 წლის 11 სექტემბრიდან, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების გამო, დროებით შეჩერებული იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system