თავში

დღეიდან საქართველოს დიდ ქალაქებში გადაადგილება იზღუდება

დღეიდან საქართველოს დიდ ქალაქებში გადაადგილება იზღუდება
დღეიდან საქართველოს დიდ ქალაქებში გადაადგილება იზღუდება

დღეიდან, საქართველოს დიდ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორში და ფოთში გადაადგილება შეიზღუდება. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება 7 ნოემბერს მიიღეს.

"შესაბამისად, ჩვენს მიერ დღეს იქნა მიღებული გადაწყვეტილება დამატებითი შეზღუდვების შემოღების თაობაზე. კერძოდ ორშაბათიდან, 9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდთი, გორში და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე შეზღუდული იქნება გადაადგილება", - განაცხადა საქართველოს რეგიონული განვთარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, შეზღუდვა გავრცელდება, როგორც ქვეითად მოსიარეულეებზე, ასევე ტრანსპორტით და კერძო ავტომობილებით მოსიარულეებზე.

შეზღუდვა არ გავრცელდება საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებზე და, საოპერაციო შტაბთან შეთანხმებით, იმ პირებზე და მათ საავტომობილო საშუალებებზე, რომლებიც გადაადგილდებიან სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების ფუნქციონირებისათვის, ასევე, სამედიცინო დაწესებულებების, ფარმაცევტული დაწესებულებებისა და მედიის ფუნქციონირებისათვის, ასევე, მიტანის სერვისის უზრუნველსაყოფად. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system