თავში

დღეიდან შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა

დღეიდან შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა
დღეიდან შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა

შეზღუდვების შემსუბუქებისა და ეკონომიკის გახსნის გეგმის მიხედვით, 11 მაისიდან ქვეყანა მეორე ეტაპზე გადადის. მთავრობის გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, გარკვეულ სექტორებზე შეზღუდვები დაგეგმილზე სწრაფად მოიხსნება.

11 მაისიდან იხსნება შემდეგი შეზღუდვები:

სრულად გაიხსნება მიმოსვლა თბილისში და ყველა შეზღუდვა შესვლასა და გასვლაზე უქმდება.

► გაიხსნება ყველა სახის წარმოება; მათ შორის საგამომცემლო საქმიანობა.

► ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზია, რომელსაც შესასვლელი ქუჩიდან აქვს. ეს არ ეხება მოლებს და ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით მოვაჭრე მაღაზიებს;

► ავტო-სამრეცხაოები და ავტო-სერვისები;

►კომპიუტერების, პირადი და საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი;

► სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება;

ბიზნესოპერატორებმა თუ სხვა დაწესებულებებმა უნდა დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციები, რომელიც თითოეული სექტორისთვის არის შემუშავებული.

ცნობისთვის, შეზღუდვების მოხსნა ამ ეტაპზე არ ეხება სავაჭრო ცენტრებს (მოლებს), სილამაზის სალონებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტს. ძალაში რჩება საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი.

შეგახსენებთ, მთავრობას შემუშავებული აქვს შეზღუდვების შემსუბუქების 6-ეტაპიანი გეგმა, თუმცა, როგორც გახარიამ აღნიშნა, სიტუაციიდან გამომდინარე შესაძლებელი ხდება სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება და შემსუბუქების პროცესის დაჩქარება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system