თავში

"დღეიდან სოფლად ყველა ამბულატორია ჩაერთო ვაქცინაციის პროცესში " - ნინო ნიჟარაძე

"დღეიდან სოფლად ყველა ამბულატორია ჩაერთო ვაქცინაციის პროცესში " - ნინო ნიჟარაძე
დღეიდან სოფლად ყველა ამბულატორია ჩაერთო ვაქცინაციის პროცესში  - ნინო ნიჟარაძე

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ნინო ნიჟარაძის განცხადებით, დღეიდან, სოფლის ყველა ამბულატორია ვაქცინაციის პროცესში ჩაერთო. 

მინისტრი პედაგოგებსა და სტუდენტებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

"დღეიდან უკვე ყველა სამედიცინო ამბულატორია სოფლად ჩაერთო ვაქცინაციის პროცესში და იქ სადაც არის კადრის დეფიციტი, ან ინფრასტრუქტურის პრობლემა და ეს არის ერთეული, იმუშავებენ და უკვე მუშაობენ გამსვლელი ბრიგადები. ასეთი 17 სოფელია შერჩეული, სადაც აქამდეც ჩატარებულია გასვლითი ვიზიტები, თუმცა ამ სოფლებშიც უკვე ოჯახის ექიმები იწყებენ და გააგრძელებენ მომდევნო პერიოდშიც ვაქცინაციას. ჩვენი მთავარი მიზანია, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები, განსაკუთრებით რისკჯგუფები, ასაკოვანი მოსახლეობა, პირველ რიგში იყვნენ აცრილნი, თუმცა გვიახლოვდება სასწავლო პროცესი, ამიტომ განსაკუთრებით მოვუწოდებ პედაგოგებს და სტუდენტებს ვაქცინაციისაკენ. მითუმეტეს არასამედიცინო სივრცეში, უნივერსიტეტში არის ვაქცინაციის ცენტრი და შესაძლებელია ნებისმიერ ვაქცინაზე მოვიზიდოთ მოსახლეობა", - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში აჭარაში სტაბილური დინამიკა შეინიშნება.

ნინო ნიჟარაძე მოსახლეობას რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

"უკანასკნელი სამი კვირის განმავლობაში აჭარაში გვაქვს მკვეთრად გამოხატული სტაბილური დინამიკა. გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, თუმცა უქმეებზე მოქალაქეთა დაბალი მომართვიანობაა და ეს უნდა გავითვალისწინოთ, დავიცვათ ყველა წესი, მოვერიდოთ ხალხმრავლობას.

დადებითობის მაჩვენებელი ბოლო ორი კვირის განმავლობაში არის 3,5%-დან 4,2 %-ის ფარგლებში, დღის მაჩვენებელი 3 %-ს შეადგენს, თუმცა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომდევნო ორი სამუშაო დღის მონაცემი, როდესაც ყველაზე მაღალია მოქალაქეთა მომართვიანობა ტესტირებისთვის. 

დღეისათვის აჭარაში 2 280 აქტიური შემთხვევაა. დაახლოებით 500-ზე მეტი თავისუფალი ჰოსპიტალური საწოლია ამ დროისათვის, კლინიკაში იმყოფება 570 პაციენტი, მათ შორის 140 ინტენსიური თერაპიის საჭიროების მქონე. რაც შეეხება ვაქცინაციას, 20 სექტემბრის მდგომარეობით აჭარაში 192 000-ზე მეტი დოზა ვაქცინაა ადმინისტრირებული. მოსახლეობის 31 % გახლავთ ერთი დოზით აცრილი, ორი დოზით 23%. ვაქცინაციის პირველ დოზებზე რეგისტრაციისა და მიმართვიანობის

ტემპი შედარებით შემცირდა, თუმცა რეგიონში ყოველდღიური აცრის მაჩვენებელი სამიზნე მაჩვენებლის დონეს არ ცდება. ჩვენ გვაქვს არანაკლებ 2 500 ყოველდღიურად ჩატარებული აცრის რაოდენობა", - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system