თავში

დღეიდან თბილისში საბავშვო ბაღები იხურება

დღეიდან თბილისში საბავშვო ბაღები იხურება
დღეიდან თბილისში საბავშვო ბაღები იხურება

დღეიდან თბილისში საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორის საკოორდინაციო სხდომაზე, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მიიღეს. 

შეზღუდვა არ ეხება კერძო და სხვა ქალაქებში მდებარე საბავშვო ბაღებს.

ჯერჯერობით უცნობია, როდიდან განახლდება ბაღების ფუნქციონირება. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გადაწყვეტილებას ეპიდემილოლოგების რეკომენდაციების შესაბამისად მიიღებენ. 

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა მშობლებისთვის საკვები პროდუქტების დარიგება მომავალი კვირიდან დაიწყება.

"ეს ყველაფერი განპირობებულია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე და ჩვენივე პატარების უსაფრთხოებისთვის, ასევე ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის იქნა გადაწყვეტილება მიღებული. თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ საკვები პროდუქტების დარიგების პროექტს, რომელიც უკვე მომავალი კვირიდან დაიწყება. სასწავლო პროცესის განახლების თარიღი ჯერჯერობით უცნობია, ჩვენ დამოკიდებული ვართ ეპიდვითარებაზე," - განაცხადა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა კახა გვანცელაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system