თავში

დღეიდან ვაქცინის მიმღებთა წრე ფართოვდება

დღეიდან ვაქცინის მიმღებთა წრე ფართოვდება
დღეიდან ვაქცინის მიმღებთა წრე ფართოვდება

დღეიდან ვაქცინაციის პროცესში 55 წელს ზემოთ მოქალაქეები ჩაერთვებიან. ამასთან ვაქცინაცია შესაძლებელია დიალიზზე მყოფი პაციენტებისა და ორგანო გადანერგილი პირებისთვის. დიალიზზე მყოფთა აცრა იმ დაწესებულებებში განხორციელდება, სადაც ისინი მკურნალობენ.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 11 000-ზე მეტი ადამიანი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა, ხოლო 20 000-მდე მოქალაქე იმუნიზაციის პროცესში ჩასართავად დარეგისტრირდა.

30 მარტს საქართველოში Pfizer-ით ვაქცინაცია დაიწყო. ამედიცინო პერსონალთან ერთად, 25 მარტიდან ვაქცინაცია უკვე შეუძლიათ 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებსაც, ხოლო უახლოეს მომავალში ასაკობრივი ზღვარი 55 წლამდე დაიწევს. რეგისტრაციის დროს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, თავად აირჩიონ Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინებს შორის ერთ-ერთი.

Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზა საქართველოში 25 მარტს შემოვიდა. მანამდე კი 13 მარტს, ქვეყანამ AstraZeneca-ს ვაქცინის 43 200 დოზა მიიღო.

ვაქცინაციისთვის მოქალაქეები უნდა დარეგისტრირდნენ მითითებულ ბმულზე.

სად და როგორ დავრეგისტრირდეთ ვაქცინაციისთვის - ინსტრუქცია

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system