
დღეიდან, 25 მარტიდან მოქალაქეებს AstraZeneca-ს ვაქცინასთან ერთად Pfizer-ის ვაქცინაციისთვის რეგისტრაციაც შეუძლიათ.
საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 25 მარტიდან მედპერონალთან ერთად ვაქცინაცია ხელმისაჭვდომია 65 წელს ზემოთ პირებისთვისაც. მათ ექნებათ არჩევანის გაკეთების საშუალება AstraZeneca-სა და Pfizer-ის ვაქცინებს შორის.
ვაქცინაციისთვის მოქალაქეები უნდა დარეგისტრირდნენ მითითებულ ბმულზე. Pfizer-ის ვაქცინით მოქალაქეები აცრას სამშაბათიდან, 30 მარტიდან შეძლებენ.
Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზა საქართველოში დღეს შემოვიდა. მანამდე კი 13 მარტს, ქვეყანამ AstraZeneca-ს ვაქცინის 43 200 დოზა მიიღო.