თავში

დღეიდან "ფაიზერით" ვაქცინაცია იწყება

დღეიდან "ფაიზერით" ვაქცინაცია იწყება
დღეიდან ფაიზერით ვაქცინაცია იწყება

pfizer-ის ვაქცინით აცრა საქართველოში დღეიდან, 16 ივლისიდან იწყება.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, pfizer-ით იმუნიზაცია მოქალაქეებს პირველ ეტაპზე შვიდ სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ.

pfizer-ის ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.

pfizer-ით იმუნიზაცია მოქალაქეებს პირველ ეტაპზე შეეძლებათ სამედიცინო დაწესებულებებში: „ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკური“, „კავკასიის მედიცინის ცენტრი“, „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა“, „ივ.ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი“, ბათუმში „რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“, ქუთაისში „დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი“ და გორში „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი“.

ცნობისთვის, საქართველოში "ფაიზერის" ვაქცინა 14 ივლისს შემოვიდა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system