თავში

"დღეს პირველად გავიგე რა არის სიკვდილი!" - მაიკო კაჭკაჭიშვილი

"დღეს პირველად გავიგე რა არის სიკვდილი!" - მაიკო კაჭკაჭიშვილი
დღეს პირველად გავიგე რა არის სიკვდილი! - მაიკო კაჭკაჭიშვილი

მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც კომპოზიტორი წერს, დღეს თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას შეესწრო, რომელსაც მისივე თქმით, სასწაულებრივად გადაურჩა.

"დღეს პირველად გავიგე რა არის სიკვდილი!!

აქამდე არასოდეს მოვხვედრილვარ ავარიაში, არც დღეს მოვხვდი, რაღაც სასწაულის დამსახურებით.

რედისონის გვირაბიდან მინიმუმ 130 (გინდ დაიჯერეთ გინდ არა) გამოვარდა ჯიპი და ჩემს წინ მანქანას ისეთი სიძლიერით შეეჯახა მარტო ხმამ გამაოგნა და ვხედავ, როგორ მოფრინავს ეს მანქანა და იმასაც ვხედავ როგორ მეცემა ზემოდან. აღარ ვიცი მე მქონდა რეაქცია და რაიმე მანევრი გავაკეთე თუ თავზე გადამიფრინა ეს აღარ მახსოვს, გონზე რომ მოვედი გვირაბის შესასვლელთან ვიდექი და მთელი სხეული მიხტოდა. უკან გავიხედე და ძალიან ბევრი ხალხი იყო მისული, რა ბედი ეწია იმ მანქანებს არ ვიცი, გადარჩნენ თუ არა ეგეც არ ვიცი, ძალაც კი არ მქონდა რომ გადმოვსულიყავი.

მოკლედ, მგონია რომ ყველაფერი სხვანაირია. მგონია, რომ დღეს დავიბადე და რეალურად დავინახე, რა წამიერია სიცოცხლე და რამდენად დასაფასებელია ადამიანი, რომელიც ამ წამს ფუჭად არ ხარჯავს", - წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system