თავში

,,დღემდე, კალანდობა ჩემთვის ემოციების გაზიარებისა და ტრადიციების პატივისცემის სიმბოლოდ რჩება"

,,დღემდე, კალანდობა ჩემთვის ემოციების გაზიარებისა და ტრადიციების პატივისცემის სიმბოლოდ რჩება"
,,დღემდე, კალანდობა ჩემთვის ემოციების გაზიარებისა და ტრადიციების პატივისცემის სიმბოლოდ რჩება

დღეს უმეტესობა თქვენგანი ძველით ახალ წელს აღნიშნავს, მე კი, ბევრი გურულის მსგავსად, კალანდობას, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ყოფილი დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე წერს და მოქალაქეებს ძველით ახალ წელს ულოცავს.

,,გურიაში გავიზარდე. გურული კალანდა კი ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაულია, რომელიც ყოველ 14 იანვარს მახსენებს ჩემს ოჯახს ჩიჩილაკთან, გოზინაყთან და ბებიაჩემის მომზადებულ გურულ ღვეზელებთან ერთად.

ამიტომ დღემდე, კალანდობა ჩემთვის ოჯახური გარემოს, საყვარელი ადამიანებისთვის ემოციების გაზიარებისა და ტრადიციების პატივისცემის სიმბოლოდ რჩება.

მინდა, ყველას მოგილოცოთ ძველით ახალი წელი და გისურვოთ ბედნიერება ოჯახის წევრებთან და უახლოეს ადამიანებთან ერთად.

წარმატებულ წელს გისურვებთ!", - წერს ავთანდილ თალაკვაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system