თავში

დღეს ასე დამადგა თავზე, მიყვარხარ, მა - იზოლაციაში მყოფი დეპუტატი - PHOTO

დღეს ასე დამადგა თავზე, მიყვარხარ, მა - იზოლაციაში მყოფი დეპუტატი
დღეს ასე დამადგა თავზე, მიყვარხარ, მა - იზოლაციაში მყოფი დეპუტატი - PHOTO

დეპუტატი ნინო წილოსანი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა და ბინაზე მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, სოციალურ ქსელში პოსტს და მამის ვიზიტის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს, რომელიც შვილის გასამხნევებლად მივიდა. 

"მახსოვს ბავშვობაში თითქმის ვერ ვხედავდი მამაჩემს, ქარხანაში მუშაობდა და ფაქტიურად ღამისთევით იყო იქ...
იშვიათ შემთხვევაში, როცა თავისუფლდებოდა გვიან ღამით მივყავდი სასეირნოდ, ბევრს მელაპარაკებოდა, ახლაც თითქმის ზეპირად მახსოვს მისი სიტყვები.
ბოლოს ჩვენი გასეირნება სრულდებოდა ერთ-ერთ შენობასთან, შემაღლებულ ადგილას შემომსვამდა და რომ გავერთე მეუბნებოდა გადმოხტი, დაგიჭერო. ზუსტად ესე ხელგაშლილი დგებოდა და მიჭერდა , მახსოვს ის შეგრძნება რაც მაშინ პატარას მქონდა - რომ უსაფრთხოდ ვარ ..
დღესაც ესე დამადგა თავზე, მიუხედავად იმისა რომ ვეხვეწეთ არ გამოხვიდე სახლიდანთქო, მაინც მოვიდა რომ ვენახე და ეთქვა რომ უსაფრთხოდ ვარ.


ალბათ მშობლის ყველაზე დიდი მისია შვილის მიმართ სწორედ ამ უსაფრთოების შექმაა, რომელსაც არ ჭირდება არაფერი განსაკუთრებული, გარდა სიყვარულისა,
ძალიან მიყვარხარ, მა
" - წერს წილოსანი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system