თავში

დღეს ბარბარობაა

დღეს ბარბარობაა
დღეს ბარბარობაა

მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე ქალწულის, ბარბარეს, ხსენების დღეს აღნიშნავს. 

წმიდა დიდმოწამე ბარბარე მართლმადიდებლობისათვის მეოთხე საუკუნის დასაწყისში მმართველ მარკიანეს დროს ეწამა.

წმიდა ბარბარე ბავშვების მფარველად ითვლება. მას ევედრებიან ყრმათა განკურნებას, ასევე შვილიერებას და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისგან დაცვას.

ქართულ წარმართულ პანთეონში საპატიო ადგილი ეკავა მზის ღვთაებას და მის დედას აისს – ბარბალეს. მათ დღესასწაულზე პატივის ნიშნად აცხობდნენ მზის დიკოს ფორმის ღვეზელებს. საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ, სახელების მსგავსების გამო, დროთა განმავლობაში ორი სუბიექტის წმინდა ბარბარესი და მზის დედის – ბარბალეს გაიგივება მოხდა. ეს არ იყო საეკლესიო სწავლება, მაგრამ მან ნელ-ნელა ხალხში ფეხი მოიკიდა.
ამ ფაქტების გათვალისწინებით, გასაკვირი აღარ არის, რომ მხოლოდ საქართველოში აცხობენ ბარბარობა დღეს ბარბალესადმი მიძღვნილ ღვეზელებს.

ვინაიდან ქალწულმოწამე ბარბარეს ხსენება აღინიშნება შობის მარხვაში, ხალხური მოქმედება ქრისტიანულ ჭრილში გატარდა და ღვეზელი სამარხვო მზადდებოდა, ძირითადად ნიგვზის. ეს წესი დღემდე შემორჩენილია ქართლში, სადაც გამომცხვარი ნიგვზიანები გაჰქონდათ გზაჯვარედინზე, ჭრიდნენ და გამვლელ-გამომვლელს ურიგებდნენ. ამ დღეს იცოდნენ პირველი მეკვლეობაც. მოგვიანებით, კაკალი ლობიომ ჩაანაცვლა. ბარბარობას მორწმუნეები სიმბოლურად ლობიანებს აცხობენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system