თავში

დღეს ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - ეკატერინე ტიკარაძე

დღეს ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - ეკატერინე ტიკარაძე
დღეს ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - ეკატერინე ტიკარაძე

დღეს ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მთავრობას წარედგინა კორონავირუსის ვაქცინის ეროვნული გეგმა და შესაბამისად დამტკიცდა, - ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სახეზე კორონავირუსის შემთხვევათა მნიშვნელოვანი სტაბილიზაცია. მინისტრის განმარტებით, ექიმები ქვეყანაში არსებულ პროცესს წარმატებით მართავენ.

„დღეს ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მთავრობას წარედგინა კორონავირუსის ვაქცინის ეროვნული გეგმა და შესაბამისად დამტკიცდა. ჩვენ ვაკვირდებით საქართველოში კორონავირუსის მნიშვნელოვან სტაბილიზაციას. საწოლფონდთან მიმართებაში გვაქვს შემდეგი სურათი: დღეს სტაციონარში მკურნალობას გადის 3,499 ადამიანი. საერთო ჯამში კი კორონავირუსის 10,000-ზე მეტი შემთხვევაა და აღსანიშნავია, რომ ექიმები პროცესს წარმატებით მართავენ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system