
ახალი წლის ღამის მსგავსად, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს, 21:00 საათიდან 7 იანვრის 05:00 საათამდე გადაადგილებაზე შეზღუდვა იხსნება. შობის ღამეს გადაადგილების შეზღუდვა მოხსნილია როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით.
საკოორდინაციო საბჭოს განმარტებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა კვლავ ძალაშია, ახალი წლისა და შობის ღამეები კი გამონაკლისს წარმოადგენს.
გამონაკლისის მიუხედავად, საკოორდინაციო საბჭო მოსახლეობას მოუწოდებს, ინფიცირების რისკის თავიდან ასაცილებლად, დღესასწაული ვიწრო ოჯახურ წრეში აღნიშნონ.
ანტონ თათვიძე
ავტორი