თავში

დღეს ღვთისმშობლობაა

დღეს ღვთისმშობლობაა
დღეს ღვთისმშობლობაა

21 სექტემბერს მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს, ღვთისმშობლობას აღნიშნავს. 

საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდება.

ღვთისმშობლის შობა ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის.

საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. 

იოაკიმე და ანნა 50 წელი ცოლ-ქმარნი იყვნენ და შვილი არ ჰყავდათ. ლოცვისა და მარხვის შენახვის შემდეგ, შვილის დაბადების შესახებ მათ ანგელოზმა აუწყათ. იუდეველთა ჩვეულების მიხედვით, ახალშობილისათვის მეთხუთმეტე დღეს სახელი უნდა დაერქმიათ. ყრმას მარიამი უწოდეს, რაც ებრაულად ქალბატონს ან იმედს ნიშნავს.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ხსენება, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაული, უძველესი დროიდან, ჯერ კიდევ IV საუკუნეში დადგინდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system