თავში

დღეს კორონავირუსისგან 400-ზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა - რიჟვაძე

დღეს კორონავირუსისგან 400-ზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა - რიჟვაძე
დღეს კორონავირუსისგან 400-ზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა - რიჟვაძე

დღეს 400-ზე მეტი გამოჯანმრთელებული გვეყოლება, რომლებიც კოვიდსასტუმროებიდან და კლინიკებიდან გაეწერებიან - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, რეგიონში ეპიდვითარება არის რთული, თუმცა აბსოლუტურად მართვადი.

"არც ერთი პაციენტი არც ერთი კოვიდინფიცირებული ძირითადი სამედიცინო სერვისის გარეშე არ გვყავს. აჭარაში მთელი რიგი ახალი პროტოკოლები ამოქმედდა. დღეს მიღებული იქნა გადაწყვეტილება კოვიდ სტატუსთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს გამოჯანმრთელების კრიტერიუმებს და დღეს 400-ზე მეტი გამოჯანმრთელებული გვეყოლება, რომლებიც კოვიდ - სასტუმროებიდან და კლინიკებიდან გაეწერებიან.

ყველა ახალ კოვიდინფიცირებთან შესაბამისი რეაგირება ტარდება,როგორც გადაუდებელი ასევე ჰოსპიტალურ ნაწილში. პაციენტებს, რომლებსაც მსუბუქ ფირმებში აქვთ, მათი ოჯახში მართვა ხდება.

ბოლო დღეებში აბსოლუტურად გავმართეთ ცხელი ხაზი და რეაგირების მექანიზმები, რაც გულისხმობს არსებული ხარვეზები მინიმუმამდე დავიყვანოთ და ასევე მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ცხელ ხაზზე შესაბამისი სერვისები მიიღონ",- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system