
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
ჯანეზაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე პარლამენტის მიერ 6 მოსამართლის უვადოდ დანიშვნას ეხმაურება:
"დღეს მოსამართლეთა ე.წ. კლანი კიდევ უფრო გააძლიერა ქართულმა ოცნებამ!
საქართველოს პარლამენტმა დაახლოებით ერთი საათის წინ 6 მოსამართლე აირჩია უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე, რომლებიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები იქნებიან:
გოჩა აბუსერიძე - 2038 წლამდე;
გიორგი გოგიაშვილი - 2036 წლამდე;
ლევან თევზაძე - 2044 წლამდე;
რევაზ ნადარია - 2044 წლამდე;
ბიძინა სტურუა - 2045 წლამდე;
ლაშა ქოჩიაშვილი - 2042 წლამდე.
სამ კანდიდატს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა:
გიორგი შავლიაშვილი - 3 მომხრე, 7 წინააღმდეგი;
ეკა ზარნაძე - 5 მომხრე, 6 წინააღმდეგი;
ქეთი მესხიშვილი - 4 მომხრე, 2 წინააღმდეგი", - წერს ჯანეზაშვილი სოციალურ ქსელში.