თავში

"დღეს მთელ თბილისში ვიმოძრავებ, პურს, ტანსაცმელს დავურიგებ ხალხს"- გიორგი ღოღობერიძე - VIDEO

"დღეს მთელ თბილისში ვიმოძრავებ, პურს, ტანსაცმელს დავურიგებ ხალხს"- გიორგი ღოღობერიძე - VIDEO
დღეს მთელ თბილისში ვიმოძრავებ, პურს, ტანსაცმელს დავურიგებ ხალხს- გიორგი ღოღობერიძე - VIDEO

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ გადაწყვიტა შობის დღეს მოსახლეობას დაეხმაროს და გაახაროს. 

საშობაო ქველმოქმედების შესახებ ექიმი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში საუბრობს:

"მინდა, რომ დიდი სიყვარულით შობის დღესასწაული მოგილოცოთ. ამაზე მშვენიერი დღესასწაული მართლა არაფერი გვაქვს. იმდენად ძვირფასია ჩემთვის, რომ გადავწყვიტე, რაღაც სიახლე შემომეტანა. 2000 წლის წინ დაახლოებით იშვა უფალი, რომელმაც გაგვაერთიანა სამყარო მისდამი სიყვარულით, რწმენით. რამოდენიმე დღის წინ ვნახე, რომ ვიღაცებმა კარგი რამ მოიფიქრეს: დაარიგეს ქუჩაში პური. ეს იმდენად კარგ რამედ მომეჩვენა, რომ გადავწყვიტე მეც შევუერთდე ამ წესს. ეს ყოველივე ტრადიციად ვაქციოთ. შეგვიძლია გაჭირვებულებს ამ დღეს დავურიგოთ საკვები, ტანსაცმელი.

მე მათთვის წამოვიღე პლედები. ქუჩაში უამრავი ადამიანი შემხვდა, რომელსაც სცივა, ტანსაცმელი არ აქვს. არც საკვები აქვთ, მათთვისაც საკვები ვიყიდე ბლომად, ტკბილეულობა, სასმელი, ზოგიერთს მედიკამენტები. ძალიან მომეწონა უფასო პურის იდეა. დღეს მთელ თბილისში ვიმოძრავებ, პურს, ტანსაცმელს, გამათბობლებს, ტკბილეულობას, სასმელებს დავურიგებ ხალხს. მინდა, ეს ჩვევა სხვებმაც გადაიღონ", - ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system