თავში

დღეს პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართება

დღეს პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართება
დღეს პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართება

სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დღეს პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას გამართავენ. 

მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრის, გიგა მაქარაშვილის განცხადებით, საპროტესტო აქცია დღეს, დილის 12:00 საათზე დაიწყება და ახალი წლის შემდეგაც გაგრძელდება. მისივე ინფორმაციით, ადგილზე მალხაზ მაჩალიკაშვილი ოჯახთან ერთად მივა. 

ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები თბილისის მერიის მიერ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან კარვების აღებას და საახალწლოდ საბავშვო ატრაქციონების დადგმას აპროტესტებენ. 

დასუფთავების სამსახურმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან კარვები, მათ შორის მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავი გუშინ ღამით აიღო. თბილსერვისის წარმომადგენლებმა ტერიტორია წყლის ჭავლით ჩარეცხეს, რის შემდეგაც ადგილზე საბავშვო ატრაქციონები და საახალწლო დეკორაციები დაამონტაჟეს.

აღნიშნული ფაქტის გასაპროტესტებლად ადგილზე ოპოზიციური პარტიებისა და ახალგაზრდული მოძრაობების წარმომადგენლები მივიდნენ და ხელმეორედ გაშლა სცადეს, რასაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა. შსს-ს ცნობით, დაკავებულია ცხრა პირი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system