თავში

"დღეს პატრიოტიზმი და ვაჟკაცობა გადის ვაქცინაციაზე" - პრეზიდენტი

"დღეს პატრიოტიზმი და ვაჟკაცობა გადის ვაქცინაციაზე" - პრეზიდენტი
დღეს პატრიოტიზმი და ვაჟკაცობა გადის ვაქცინაციაზე - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოსახლოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდა. 

პრეზიდენტის თქმით, დღეს პატრიოტიზმი ვაქცინაციაზე გადის.

"საქართველო დღეს დგას გზაგასაყარზე, ისე როგორც არაერთხელ ისტორიის განმავლობაში. დღეს საქართველო მწვავე გამოწვევების წინაშეა, ვირუსის გავრცელების დღევანდელი ციფრები უნდა გვაშფოთებდეს, ვაქცინაციის მოწინააღმდეგებს უნდა ესმოდეთ, რომ მათი დამოკიდებულება არც რაღაც პიროვნული არჩევანია და არც თავისუფლების გამოხატულება. მათი ქცევა პირდაპირ საფრთხეს უქმნის სხვას, საკუთარი ოჯახის წევრს, მეზობელს, ნაცნობს და სინამდვილეში ამ პატარა ქვეყნის მოსახლეობას, მის ჯანმრთელობას, სიცოცხლისუნარიანობას, მის მომავალს. ნამდვილი პატრიოტიზმი არც ტრაბახია, არც ძალადობა და არც კუნთების თამაში. დღეს პატრიოტიზმი და ვაჟკაცობა გადის ვაქცინაციაზე, საზოგადოებრივ თვითშეგნებასა და პასუხისმგებლობაზე“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ბრიფინგზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system